სამშენებლო კომპანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო კომპანია – იურიდიული პირის უფლების მქონე კომპანია, რომელიც აწარმოებს სამშენებლო პროფილის სამუშაოებს. ფინანსური და ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ერთ ან მრავალპროფილიანი. ერთპროფილიანი სამშენებლო კომპანია სპეციალიზებულია ერთი ტიპის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე (მაგ., საცხოვრებელი სახლები, გზები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, კეთილმოწყობა, საბაგირო გზები, სპორტული მოედნები და ა.შ.), ხოლო მრავალპროფილიანი (კომპლექსური) – აწარმოებს პრაქტიკულად ყველა სახის სამშენებლო სამუშაოებს. სამშენებლო სტატუსის მქონე კომპანიას აქვს საკუთარი ოფისი, ამწე-სატრანსპორტო მანქანების ბაზა, საქმიანი ეზო, ყავს ხელმძღვანელობა, საინჟინრო და ტექნიკური კადრები, მშენებელთა სპეციალიზირებული ბრიგადები და პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. უზრუნველყოფს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების უპირობო დაცვას. თანამედროვე სამშენებლო კომპანიები ხშირად ითავსებენ გამშენებლისა და დეველოპერის ფუნქციებსაც.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები