სამშენებლო კონსტრუქციების გაანგარიშება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო კონსტრუქციების გაანგარიშება – კონსტრუქციების გაანგარიშება შენობებისა და ნაგებობების უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობების დაცვისათვის. მოიცავს ორ ეტაპს:
1. სტატიკური (ან დინამიკური) გაანგარიშება, რომელიც ითვალისწინებს რეალური პირობების შესაბამისი საანგარიშო სქემის შედგენას და შიდა ძალვების (მღუნავი მომენტი, გრძივი და განივი ძალები და სხვ.) განსაზღვრას დასაპროექტებელი კონსტრუქციის სახიფათო განივკვეთებში. ეს გაანგარიშება ხორციელდება მასალათა გამძლეობის ფორმულებითა და სამშენებლო მექანიკის ზოგადი წესებით;

2. კონსტრუქციული გაანგარიშება – მასალების, რაციონალური ფორმებისა და განივი კვეთების ზომების, მასალების მარკისა და კლასების შერჩევა.

ცნობილია კონსტრუქციების გაანგარიშების სამი მეთოდი: დასაშვები ძაბვების, მრღვევი დატვირთვებისა და ზღვრული მდგომარეობის. საქართველოში მიღებულია გაანგარიშების ზღვრული მდგომარეობის მეთოდი, რომლის მიზანია არ დაუშვას ზღვრული მდგომარეობა შენობის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები