სამშენებლო მექანიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო მექანიკა – სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ღეროვანი სისტემების სიხისტეზე, სიმტკიცესა და მდგრადობაზე გაანგარიშების მეთოდებს. სამშენებლო მექანიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს – გარე დატვირთვების, ტემპერატურული ცვლილებებისა და სხვა გავლენის შედეგად ნაგებობათა ნაწილებში წარმოქმნილი შინაგანი ძალვებისა და დეფორმაციის განსაზღვრის მეთოდების დამუშავება, მდგრადობის პირობების შესწავლა და ა.შ. სამშენებლო მექანიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული თეორიულ მექანიკას, მასალათა გამძლეობას, დრეკადობის თეორიასა და პლასტიკურობის თეორიასა და ცოცვადობის თეორიასთან, რის გამოც „სამშენებლო მექანიკის“ ნაცვლად ზოგჯერ იყენებენ ტერმინს – „ნაგებობათა თეორია“.

სამშენებლო მექანიკის მთავარი ამოცანაა ნაგებობაში მოქმედი ძალვების სიდიდეთა და განაწილების დაზუსტება საშენი მასალების ეკონომიის უზრუნველსაყოფად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები