სამშენებლო პროცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო პროცესი – მუშათა მოქმედების ერთობლიობა, მიმართული საშენი მასალების, ნახევარფაბრიკატების, კონსტრუქციების, დეტალების, ნაკეთობების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გადასამუშავებლად და გარდასაქმნელად. ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, როგორიცაა ინსტრუმენტი, მოწყობილობა, დანადგარი და მექანიზმი. კონსტრუქციული ელემენტის შესაქმნელად სწორედ რამდენიმე ოპერაციისაგან შედგენილი მარტივი პროცესის შესრულებაა საჭირო (მაგ., რკინაბეტონის რიგელის დასამზადებლად საჭიროა საყალიბე, საარმატურე და ბეტონის სამუშაოები). მარტივი პროცესების ერთობლიობა კი ქმნის კომპლექსურ ტექნოლოგიურ პროცესს, რომლის შესრულების შედეგად შენდება შენობა-ნაგებობები.

სამშენებლო პროცესები შეიძლება დაიყოს: სირთულის ხარისხის, მექანიზაციის ხარისხის (მექანიზებული, ნახევრადმექანიზებული, ხელით შესასრულებელი), დანიშნულებისა (ძირითადი, დამხმარე, მოსამზადებელი, დამამზადებელი და სატრანსპორტო პროცესები) და შესასრულებელი (უწყვეტი, ზოგადსამშენებლო, სპეციალური და დამხმარე სამუშაოები) პროცესების მიხედვით.

ზოგადად სამშენებლო პროცესი მოიცავს: მოსამზადებელ, მიწისქვეშა, მიწისზედა, მოპირკეთებისა და კეთილმოწყობის სამუშაოებს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები