სამშენებლო საქმიანობის ძირითადი სპეციალისტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო საქმიანობის ძირითადი სპეციალისტები – ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, მიმდინარეობასა და ექსპლუატაციაში გადაცემას. მათ მიეკუთვნება:
ა) ტერიტორიისა და დასახლებათა დამგეგმარებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარებას;
ბ) გეოდეზისტი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის აგეგმვასა და შენობა-ნაგებობების დაკვალვას;
გ) ინჟინერ-გეოლოგი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს მიწის ნაკვეთისა და საჭიროების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას;
დ) არქიტექტორი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების სივრცით-გეგმარებით დაპროექტებას, შეიძლება იყოს: შენობა-ნაგებობის, ლანდშაფტის, ინტერიერის/დიზაინის ან/და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის არქიტექტორი;
ე) შენობა-ნაგებობების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების კონსტრუქციული სისტემებისა და ელემენტების დაპროექტებას;
ვ) წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წყლისა და წყალარინების სისტემების დაპროექტებას;
ზ) ელექტროსისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ელექტროსისტემების დაპროექტებას;
თ) მექანიკური სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მექანიკური სისტემების დაპროექტებას;
ი) გათბობა-ცხელი წყლით მომარაგების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების გათბობა-ცხელი წყლით მომარაგების სისტემების დაპროექტებას;
კ) აირმომარაგების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს აირმომარაგების სისტემების დაპროექტებას;
ლ) შენობა-ნაგებობების ინჟინერ-მშენებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობას;
მ) ხაზობრივი ნაგებობების ინჟინერ-მშენებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ხაზობრივი ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობას;
ნ) წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წყლისა და წყალარინების სისტემების მონტაჟს;
ო) ელექტროსისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ელექტროსისტემების მონტაჟს;
პ) მექანიკური სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მექანიკური სისტემების მონტაჟს;
ჟ) გათბობა-ცხელი წყლით მომარაგების სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების გათბობა-ცხელი წყლით მომარაგების სისტემების მონტაჟს;
რ) აირმომარაგების სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს აირმომარაგების სისტემების მონტაჟს.

ეს სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტისა და შესრულებული სამუშაოს მართებულობაზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები