სამშენებლო ხის ფილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამშენებლო ხის ფილა
1. ძელაკებისა და ლარტყებისგან შედგენილი ხის ფილა (სურ.1), რომელიც გარეგნულად ჩამოჰგავს მერქანბურბუშელოვან ფილას, მაგრამ მისგან ძირეულად განსხვავდება. სისქეში ერთნაირი და სიგანეში სხვადასხვა ზომის ხის ელემენტები წებდება და იფარება მოსაპირკეთებელი მასალით (შპონი, მერქანბოჭკოვანი ან მერქანბურბუშელოვანი ფილა). შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის პლასტიკების გამოყენებაც. რადგანაც ასეთ ფილაში წებოს მცირე რაოდენობაა, ის საკმაოდ მსუბუქი მასალაა და ერთდროულად მტკიცეა. მას მშენებლობის გარდა წარმატებით იყენებენ ავეჯის წარმოებაშიც; 2. წიწვოვანი ჯიშის ხის ნაფოტებისგან (ანათალი, ბურბუშელა) დამზადებული საშენი მასალა(სურ. 2), რომელიც გამოიყენება სახურავის, იატაკის, შიდა და გარე კედლების ასაშენებლად და სხვ.