სამძივარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამძივარი|| სამძიმარიხახმატის ჯვრის დობილი, ელჩი, ღვთისშვილთა და მახვეწართა შუამდეგი, კეთილი მითოლოგიური არსება. გადმოცემით, თითქოს გიორგიმ დობილად მოიყვანა ქაჯავეთიდან აშექალ და მზექალთან ერთად. შემონახულია ნაქადაგარი ლექსები, სადაც სამძივარი სამიჯნურო ურთიერთობასაც ამჟღავნებს.

ამაში მქონდა შაძლებაეო,
ჴმელეთზე ვიარებოდიდიო,
ჭიმა-ლახტარას (მც.) ვზიდევდიდიო...
ამაში მქონდა შაძლებაიო,
აბულეთაურთ საღირასაო
ქალი საცოლედ მოვსწონდიდიო.
ჩავეხვივიდი, ჩაუწვიდიო,
ძუძუ-მკერდს გამავიხვივდიო.
ქაჯავეთ ვიარებოდიდიო,
ნახირსა იქით ვადენდიდიო.

სამძივარი ლამაზი და მიმზიდველია, მაქციობით ხან ჯუათ ელენეს სახეს იღებს, ხან ჩუათ კმარას ემსგავსება. კეკლუცად ირთვება და ხელსაქმესაც მისდევს. გამჟღავნებისას საცხოვრებელ ადგილს სწრაღად იცვლის და ნაკოპჭარ კვალს სტოვებს. წარმოშობით სამძივარი მატრიარქატის დროინდელ იბერთა ქალღმერთია, დასავლეთ-ქართულ, კოლხურ დალის შესაბამისად.

მ. ჩიქოვანი

ლიტერატურა

  • თ. ოჩიაური, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, 1954;
  • მ. ჩიქოვანი, მითოლოგია და ხალხური პოეზია, წიგნში ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, მითოლოგიური ლექსები, 1972.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები