სამხარაძე-ჯღამაძე ეთერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხარაძე–ჯღამაძე ეთერ – (1928 — 1993), პოეტი. წარმოშობით იყო ჭიათურიდან. ტრაგიკულად დაიღუპა მეუღლესთან ერთად 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს აფხაზეთში (სოხუმში) მიმდინარე ბრძოლების დროს.
- * * *
- საკინძე შეხსნიათ ვერხვებს და...
- ეღვრებათ ცვარ-ნამი დილის ცის,
- თვალს ხუჭავ, თითქოსდა ვერ ხედავ,
- რად ტირის ტირიფი, ვინ იცის?...
- ქარმა ტყეს გახადა სამოსი
- და ნისლი მოჰხვია ძველ ახოს...
- შეხედე და ისე გაოცდი,
- თითქოს ტყე სულაც არ გენახოს....