სამხარაძე მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

მამუკა როინის-ძე სამხარაძე − (დ.18.11.1970), ქართველი პოლკოვნიკი (2012).

დაიბადა ქ. რუსთავში. დაამთავრა ქ. რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა.

1991-1996 წწ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდ- ნეობის ფაკულტეტზე.

1996-1998 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1998 წლიდან დღევანდელ დღემდე მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.

2004-2020 წწ. მცირე ინტერვალის გამოტოვებით, მივლინებული იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშატში, ატაშეს თანაშემწის, ატაშეს მოადგილისა და ატაშეს თანამდებობებზე.

საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე მონაწილეობას იღებდა თურქეთის რესპუბლიკასთან სამხედრო თანამშრომლობის დაგეგმვა-განხორციელებაში, აგრეთვე, წარმართულ მოლაპარაკებებში.

2020-2021 წლებში მსახურობდა თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში.

2021 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თავდაცვის ძალების სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში.

დაკავებულია აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობით, არის საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს წევრი.

დაჯილდოებულია თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით - უმწიკვლო სამსახურისათვის (II და III ხარ.), მედლებით „გენერალი მაზნიაშვილი“ „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ . შეაქვს ღირსეული წვლილი საქართველოს და კავკასიის სამხედრო ისტორიის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები