სამხედრო-გეოგრაფიული აღწერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო-გეოგრაფიული აღწერა – პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ბუნებრივი პირობების კრებსითი მახასიათებლები. ასევე ცალკეული ქვეყნების, რეგიონების და მიმართულებების სამხედრო მოქმედებების თეატრის ტერიტორიის ოპერატიული მოწყობა. განკუთვნილია ტერიტორიის (აკვატორიის) შესასწავლად და შესაფასებლად ოპერატიულ-სტრატეგიული თვალსაზრისით. შესაძლებელია შეიქმნას საერთო და სპეციალური დანიშნულების სამხედრო-გეოგრაფიული აღწერა.