სამხედრო-ეკონომიკური ინტეგრაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო-ეკონომიკური ინტეგრაცია (ლათინური integration – აღდგენა, გაერთიანება) – შრომის საერთაშორისო დანაწილების, გაღრმავების ბაზაზე ეროვნული [[სამხედრო ეკონომიკა|სამხედრო ეკონომიკების]] ურთიერთმოქმედების და დაახლოების პროცესი. ხორციელდება სახელმწიფოების და მათი კავშირების სამხედრო პოტენციალის სრულყოფისათვის, სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიისა და სამხედრო დოქტრინების შესაბამისად. გამოხატავს ეკონომიკური განვითარების ობიექტურ მოთხოვნილებებს. იმავდროულად წარმოადგენს კოალიციური სამხედრო პოლიტიკის იდეის ხორცშესხმას.

სამხედრო-ეკონომიკური ინტეგრაციის დონე განისაზღვრება სახელმწიფოებს (სახელმწიფოების კავშირებს) შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის დონით. სამხედრო-ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში ყალიბდება ქვეყნებს შორის იმ ურთიერთობათა სისტემა, რომლებიც მოიცავენ სამხედრო-ეკონომიკური რესურსების, მატერიალური და ფინანსური საშუალებების და სახსრების კოორდინირებულ გამოყენებას, შეიარაღების ერთობლივ შემუშავებას და წარმოებას, საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. იქმნება ცალკეული სახელმწიფოების, ქვეყნების ჯგუფების ინტერესების გარანტიების რეალიზაციის ეკონომიკურ-სამართლებრივი მექანიზმები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები