სამხედრო-საველე სასამართლო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო-საველე სასამართლო – საგანგებო სამხედრო სასამართლო, რომელიც მოქმედებს გამარტივებული და დაჩქარებული წესით. იქმნება ომიანობის ან საგანგებო სიტუაციების დროს სამხედრო სარდლობის მიერ დანიშნული პირებისაგან. განაჩენი ძალაში შედის დაუყოვნებლივ და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017