სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები – პროფესიული განათლების სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებები. ზოგ სახელმწიფოში სამხედრო განათლების პროგრამების მიხედვით იყოფა: დაწყებით, საშუალო, უმაღლეს და დამატებით სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებად. დაწყებითი სამხედრო პროფესიული განათლების სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები, ამზადებენ სამხედრო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, სერჟანტებს, მეზღვაურებს და მიჩმანებს შესაბამის თანამდებობებზე მოვალეობის შესასრულებლად. საშუალო პროფესიული განათლების სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები ამზადებენ სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი კვალიფიკაციის ოფიცრის თანამდებობისათვის, ოფიცრებს უმაღლესი პროფესიული განათლებით ამზადებენ აკადემიები, სამხედრო უნივერსიტეტები და ინსტიტუტები, სამოქალაქო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამხედრო ფაკულტეტები. გარდა ამისა, ამ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში ფუნქციონირებენ ქვედანაყოფები (ადიუნქტურა, დოქტურანტურა), რომლებიც ამზადებენ სამეცნიერო-პედაგოგიურ და სამეცნიერო კადრებს. დამატებითი განათლების სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში ხდება სამხედრო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება.

ზოგიერთ ქვეყანაში სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები იყოფა უმაღლეს და საშუალო სასწავლებლებად.

  • საშუალოთა რიცხვს განეკუთვნება პირველადი ოფიცერთა სკოლები (სწავლების ვადა 2-3 წელი), რომელთა კურსდამთავრებულები იგზავნებიან სპეციალიზაციის სკოლებში ჯარების გვარეობების და სამსახურების მიხედვით (3 თვე – 1.5 წელი);
  • უმაღლესთა რიცხვს განეკუთვნება საშტაბო სკოლები (1–2 წელი), შეიარაღებული ძალების სახეობების (ჯარების გვარეობების) სამხედრო აკადემიები, არმიის და ფლოტისთვის საერთო-ეროვნული თავდაცვის აკადემიები და ინსტიტუტები (6 თვე – 3 წელი).

ზოგ ქვეყანაში საშუალო ან უმაღლესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების ფუნქციებს ასრულებენ სამხედრო კოლეჯები. საშტაბო სკოლები და სამხედრო აკადემიები განკუთვნილია ნაწილების და შენაერთების მეთაურების თანამდებობებზე და საერთო-საჯარისო შტაბებში დასანიშნი ოფიცრების სამხედრო განათლების დონის ასამაღლებლად. ეროვნული თავდაცვის აკადემიებსა და ინსტიტუტებში ამზადებენ ხელმძღვანელ სამხედრო კადრებს არმიისა და ფლოტისთვის, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში – სახელმწიფო აპარატისა და მრეწველობისთვის. ხშირია ოფიცრების სასწავლებლად გაგზავნა პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები