სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა – სამხედრო თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს:

  • შეიარაღების და ტექნიკის მიწოდებას;
  • ასევე საბრძოლო ტექნიკის ათვისებაში, ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საბრძოლო გამოყენებაში, მათი რემონტის და მოდერნიზაციის სფეროში მომსახურების გაწევას;
  • სამხედრო ობიექტების შექმნას და სამხედრო ტექნიკის ბაზირებისთვის, ექსპლუატაციისა და საბრძოლო გამოყენებისთვის ტექნიკურ ხელშეწყობას;
  • მათ წარმოებაზე ლიცენზიების და ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემას;
  • შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შექმნაზე სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო მუშაობის შედეგების ექსპორტ-იმპორტს;
  • ეროვნული სამხედრო და სამხედრო-საინჟინრო კადრების სწავლებას;
  • შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის გამოფენებში მონაწილეობას და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები