სამხედრო აღჭურვილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო აღჭურვილობა - სამხედრო მოსამსახურის ეკიპირების საგნების ერთობლიობა, განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის და სხვადასხვა ქონების სატარებლად.

ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების მომარაგებაში შედის:

  • საველე აღჭურვილობა (ქამარი, მხრის ჭაპანი);
  • ლაბადა-კარავი;
  • საველე ჩანთა;
  • სანივთე ზურგჩანთა;
  • შალითიანი მათარა;
  • კარდალა და სხვა სანივთე ქონება.

სამხედრო აღჭურვილობას მიეკუთვნება ასევე:

  • პისტოლეტის ბუდე;
  • სავაზნე ჩანთა;
  • ჩანთა ხელყუმბარების და რეაქტიული ვაზნებისთვის და სხვა.

ზოგიერთ არმიაში სამხედრო აღჭურვილობას უწოდებენ ამუნიციას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები