სამხედრო დიდაქტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო დიდაქტიკა (ბერძნული didaktikos – დამრიგებლობითი, სწავლებასთან დაკავშირებული) – სამხედრო პედაგოგიკის დარგი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების და სამხედრო კოლექტივების სწავლების, აღზრდის და ფსიქოლოგიური მომზადების თეორიას ამუშავებს; ასაბუთებს და აშუქებს მეომრის სწავლების მიზნებს, შინაარსს, პრინციპებს, მეთოდებსა და ფორმებს; განიხილავს მათ სოციალურ-პედაგოგიურ პროცესად, რომელშიც თავმოყრილია შემდეგი ფუნქციები:

  • საგანმანათლებლო (დაკავშირებულია მეომრის უნარსა და ჩვევებთან);
  • აღმზრდელობითი (სამხედრო მოსამსახურის ზნეობრივი და საბრძოლო თვისებების ჩამოყალიბება);
  • მეომრის ინტელექტისა და ფიზიკური ძალის განვითარება;
  • ფსიქოლოგიური მომზადება (საბრძოლო და სამსახურებრივი ამოცანების გადასაწყვეტად მეომრის ფსიქოლოგიური მზადყოფნის ჩამოყალიბება).

ყველა ამ ფუნქციას სამხედრო დიდაქტიკა ახორციელებს სამხედრო პედაგოგიკის სხვა ნაწილებთან და სამხედრო ფსიქოლოგიასთან ურთიერთქმედებით. ამასთან იყენებს სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, ლოგიკის, კიბერნეტიკისა და მათემატიკის მიღწევებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები