სამხედრო ვალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ვალები – სამხედრო დავალიანება, რომელიც წარმოიშვა სამხედრო ხარჯების ზრდის შედეგად. განასხვავებენ საგარეო და საშინაო სამხედრო ვალებს. საშინაო ვალები წარმოიშობა ქვეყნის შიგნით სამხედრო სესხების შედეგად, საგარეო სამხედრო ვალები კი – სამხედრო საჭიროებისათვის სხვა სახელმწიფოებისაგან აღებული კრედიტების გამო. სამხედრო ვალების დაფარვა ხორციელდება სახელმწიფო ხაზინაში საგადასახადო და სხვა შემოსავლების ხარჯზე.