სამხედრო ინჟინრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ინჟინრები (ლათინური ingenium – შესაძლებლობა, ტალანტი. გამომგონებლობის უნარი. ამ შემთხვევაში იგულისხმება ტექნიკური განათლების ადამიანი) – სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც უმაღლესი სამხედრო-ტექნიკური (სპეციალური) განათლება აქვთ და საინჟინრო თანამდებობები უკავიათ ნაწილებში (ხომალდებზე), შენაერთებში, გაერთიანებებში და სხვა. სამხედრო ინჟინრების მოვალეობები დამოკიდებულია სპეციალობასა და დაკავებულ თანამდებობაზე.