სამხედრო მზადყოფნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მზადყოფნა - სახელმწიფოს (კოალიციის) სამხედრო ორგანიზაციის მზადყოფნა, თავისი ფუნქციური ამოცანების დაუყოვნებლივ შესასრულებლად. სამხედრო მზადყოფნის კომპონენტებს განეკუთვნება შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა, აგრეთვე სახელმწიფოსა და საზოგადოების სხვა ინსტიტუტების მზადყოფნა ომში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობისათვის (შეიარაღებული, ეკონომიკური, დიპლომატიური და სხვა), სამოქალაქო თავდაცვისათვის. სამხედრო მზადყოფნა მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება სამობილიზაციო მზადყოფნით. სამხედრო მზადყოფნის კომპლექსური კრიტერიუმია სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების მდგომარეობა. სამხედრო მიმოსვლები, სახმელეთო, წყალსანაოსნო და საჰაერო მიმოსვლის გზები (კომუნიკაციები), რომლებიც გამოიყენება ჯარების გადაადგილებისა და სამხედრო გადაზიდვებისათვის. სამხედრო მზადყოფნის გზების მომზადება ძირითადად ხდება მშვიდობიანობის დროს. მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება გზების გამოსადეგობის ამაღლებას, მათი აღდგენისათვის საჭირო მასალების დაგროვებას, შემოსავლელი, სათადარიგო გზების მშენებლობას და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები