სამხედრო მიწოდებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მიწოდებები - სამხედრო პროდუქციის რეალიზაციის ფორმა. გამოხატავს სახელშეკრულებო ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სამხედრო უწყებებს შორის, რომლებიც გამოდიან სამხედრო დანიშნულების პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) შემკვეთებად და დამამზადებლებად (მიმწოდებლებად). ზოგიერთ ქვეყანაში შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის, მათ შესაქმნელად სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების, აგრეთვე ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წარმოების ახალი ტექნოლოგიების შემკვეთად შეიძლება გამოდიოდეს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ოორგანო. მის შემადგენლობაში არიან ჯარები ან სხვა შეიარაღებული ფორმირებები. თავდაცვითი შეკვეთის შემსრულებლები და სამხედრო პროდუქციის მიმწოდებლები შეიძლება იყვნენ საწარმოები (ორგანიზაციები, ფირმები) მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმების მიუხედავად; მათ აქვთ ლიცენზია, შესაბამის სახეობათა საქმიანობისთვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები