სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრი – კონტინენტის მიმდებარე ერთი ან რამდენიმე ზღვის აკვატორია, რომელიც არ შედის სამხედრო მოქმედებების საოკეანო თეატრში, კუნძულებით, მოსაზღვრე ხმელეთის ზოლით, მის თავზე მდებარე საჰაერო-კოსმოსური სივრცით. აქ ჯარები განლაგდებიან და შეუძლიათ, აწარმოონ ოპერაციები და საბრძოლო მოქმედებები სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფებების, შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების გაერთიანებებთან, შენაერთებთან ერთად ოპერატიულ-სტრატეგიული ან ოპერატიული ამოცანების შესრულების დროს.

სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრის საზღვრებს ადგენს სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა. საზღვაო თეატრზე შეიძლება გამოიყოს ცალკე მიმართულებები და ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რაიონები (ზონები).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები