სამხედრო მოქმედებების ხერხები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო (საბრძოლო) მოქმედებების ხერხები – სამხედრო მოქმედებების ინტერესებისთვის ოპერატიული და საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად ძალების და საშუალებების გამოყენების წესი. სამხედრო მოქმედებების თითოეულ სახეობას, შეიარაღებული ძალების სახეობას ჯარების (ძალების) გვარეობას ახასიათებს თავისი, სპეციფიკური სამხედრო (საბრძოლო) მოქმედებების ხერხები ისინი ითვალისწინებენ: *მოწინააღმდეგის განადგურების თანამიმდევრობას;
- მთავარი და სხვა დარტყმების მიმართულებებს (შეტევაში) ან იმ რაიონების (ზღუდეების) განლაგებას, რომელთა შესანარჩუნებლად თავმოყრილია ჯარების ძირითადი ძალისხმევა (თავდაცვაში);
- ჯარების (ძალების) ოპერატიულ დაწყობას (საბრძოლო წყობას);
- მათ მიერ გამოყენებული მანევრის ხასიათს.
სამხედრო (საბრძოლო) მოქმედებების ხერხებს განსაზღვრავს სარდალი (მეთაური) ოპერაციის ჩატარების დროს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017