სამხედრო მოღვაწეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მოღვაწეობა – სახელმწიფოებრივი ან სოციალურ-პოლიტიკური მოღვაწეობის ნაირსახეობა შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების და სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების სხვა ელემენტების შექმნის, ხოლო საჭიროებისას – გამოყენებისათვის.

სამხედრო მოღვაწეობას ეწევიან სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციაში (ფუნქციურად და ორგანიზაციულად) მოღვაწე პირები. ესენი არიან:

  • შეიარაღებული ძალების ან სხვა სახელმწიფო სამხედრო ფორმირებების მოსამსახურეები;
  • სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ უძღვებიან ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების საქმეს;
  • საწარმო – დაწესებულებების მუშაკები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ არიან დასაქმებული იარაღის და საბრძოლო ტექნიკის შექმნით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები