სამხედრო პრაქტიკა
სამხედრო პრაქტიკა - საზოგადოებრივი პრაქტიკის განსაკუთრებული სახეობა სამხედრო ძალის შექმნის და გამოყენების დარგში. მის სუბიექტებად გვევლინებიან სახელმწიფოები და მათი კოალიციები, ხალხები, ერები და სხვა სოციალური ინსტიტუტები (უწინარეს ყოვლისა, შეიარაღებული ძალები და სხვა ჯარები), სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული თანამდებობის პირები და მოქალაქეები. ომიანობის დროს სამხედრო პრაქტიკის ძირითადი სახეობაა სამხედრო (საბრძოლო) მოქმედებები. მშვიდობიანობის დროს სამხედრო პრაქტიკა შემოიფარგლება სამხედრო საქმიანობით და შეიარაღებული ძალების მშენებლობით, ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის ხელშეწყობით, სამხედრო სფეროში საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირებით, პირადი შემადგენლობის სწავლებითა და აღზრდით. სამხედრო პრაქტიკა არის სამხედრო თეორიის განვითარების საფუძველი და მამოძრავებელი ძალა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017