სამხედრო რიტუალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო რიტუალები (ლათინური ritualis – წეს-ჩვეულებები) – სამხედრო ღონისძიებები, მხედრული წეს-ჩვეულებები, საზეიმო ცერემონიები, რომლებიც სრულდება ჯარების ყოველდღიური საქმიანობისას, სადღესასწაულო ზეიმების დროს, სამხედრო სამსახურის მნიშვნელოვანი მოვლენების და სხვა დაწესებული თარიღების აღნიშვნისას. სამხედრო რიტუალები მოიცავენ: მხედრული ფიცის დადებას, სამხედრო ნაწილისთვის საბრძოლო დროშის, პირადი შემადგენლობისთვის შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის გადაცემას, ახალწვეულთა შევსების ქვედანაყოფებში განაწილებას, ყარაულის შეცვლას, საბრძოლო დროშის გამოტანას და გატანას (სამხედრო-საზღვაო დროშის აღმართვა და დაშვება), სალუტების მოწყობას, ჯარების სამხედრო დათვალიერებას, საზეიმო მარშებს, მხედრულ პატივდებას, სამხედრო მოსამსახურის პატივით დაკრძალვას, რეზერვში დათხოვნილი ან რეზერვის სამხედრო მოსამსახურეების გაცილებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები