სამხედრო საიდუმლო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო საიდუმლო – სამხედრო ხასიათის ინფორმაცია, რომელიც არ ექვემდებარება გამჟღავნებას. მისი ნაწილი, ქვეყნის შეიარაღებულ ძალების და თავდაცვისუნარიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, ზოგ შემთხვევაში განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოს, დანარჩენი – სამსახურებრივ საიდუმლოს. ასეთი მონაცემების ჩამონათვალს თავდაცვის სამინისტრო აქტებით აწესებს. ამის საფუძველზე შეიარაღებულ ძალებში შემუშავებულია სპეციალური წესები იმ დოკუმენტებთან და წყაროებთან მუშაობისა, რომლებიც სამხედრო საიდუმლოს შეიცავენ. ასეთი წესების დაცვა აუცილებელია ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის და პირდაპირ არის მითითებული სამხედრო ფიცში, სამხედრო წესდებებში, ინსტრუქციებში და სამხედრო მართვის ორგანოების სხვა აქტებში.