სამხედრო სამართლის თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო სამართლის თეორია – იურიდიული დისციპლინა, რომელიც სწავლობს სამხედრო (ომის) სამართლის ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიას, მის შინაარსს და როლს სამხედრო საქმესა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაში.
ჩამოყალიბდა XX საუკუნის 70-იანი წლების დამდეგს. სამხედრო სამართლის თეორიის ფუნქციებია:
- შემეცნებითი, სამხედრო ორგანიზაციაში უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი მოვლენების და პროცესების განზოგადება და ახსნა;
- ევრისტიკული, სამხედრო ურთიერთობების სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი რეგლამენტაციის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების გამოვლენა;
- აქსიოლოგიური, შეიარაღებული ძალების ორგანიზაციისა და საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მეცნიერული შეფასება;
- პროგნოსტიკული, სამხედრო სამართლის განვითარების მყარი ტენდენციებისა და პერსპქტივების განსაზღვრა.