სამხედრო ტექნიკური მომსახურება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ტექნიკური მომსახურება - სამხედრო ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სამხედრო ტექნიკის საიმედოობის შენარჩუნებისთვის, ექსპლუატაციის და შენახვის პროცესში გამოყენების მზადყოფნისთვის. შეიძლება იყოს პერიოდული და არაპერიოდული.
სამხედრო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების მიზანია: მისი გამართულობის და დაკომპლექტების შემოწმება, გაწმენდა, შეზეთვა, გამართვა, რეგულირება, მიმდინარე რემონტით გაუმართაობის აღმოფხვრა, კვანძებში დეტალების შეცვლა და სხვა.