სამხედრო ტოპოგრაფია
სამხედრო ტოპოგრაფია – სპეციალური სამხედრო დისციპლინა, რომელიც სწავლობს ადგილმდებარეობის შეფასების, მასზე ორიენტირების და საველე გაზომვების ხერხებს და საშუალებებს ჯარების (ძალების) საბრძოლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად; მეთაურთა სამუშაო რუკების წარმოების და გრაფიკული საბრძოლო დოკუმენტების შემუშავების წესებს. ადგილმდებარეობის ელემენტების და ობიექტების, მათი კოორდინატების, ზომების, მოხაზულობის და სხვა რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების ამსახველი ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენენ ტოპოგრაფიული და სხვადასხვა სპეციალური რუკები, აგრეთვე ადგილმდებარეობის ფოტოდოკუმენტები. ადგილმდებარეობის შესწავლა ხდება მისი უშუალო დაზვერვის გზითაც.
სამხედრო ტოპოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული ტოპოგეოდეზიური უზრუნველყოფის ტაქტიკასთან, თეორიასა და პრაქტიკასთან.