სამხედრო ქონება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ქონება – სახელმწიფო ქონების ნაწილი, რომელიც მუდმივად ან დროებით არის გადაცემული სამხედრო უწყების განკარგულებაში და განკუთვნილია შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მშვიდობიანობის და ომიანობის პერიოდში.

სამხედრო ქონებას განეკუთვნება ყველა სახეობის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, საწვავი (სათბობი), სურსათი, საავარიო – სამაშველო, საავიაციო, საავიაციო-ტექნიკური, საავტომობილო, ჯავშანსატანკო, სანივთე, სამხედროტექნიკური, საინჟინრო, საბინაო, სამედიცინო, გადასაყვანი, საშკიპერო ქონება და სხვა მატერიალური საშუალებები, სამხედრო ქონებას ასევე განეკუთვნება საცხოვრებელი, სასაწყობო, სამსახურებრივი ფონდები, სამეურნეო და სამრეწველო საწარმოები, რომლებიც ეკუთვნის სამხედრო უწყებას.

ჩვეულებრივ, სხვადასხვა ქვეყანაში იარაღი, სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალები და სამხედრო ქონების ზოგიერთი სხვა სახეობა (განსაკუთრებული ნუსხის მიხედვით) სახელმწიფოს ქონებას წარმოადგენს და არ ექვემდებარება გასხვისებას, დაგირავებას, გადაცვლას, გაჩუქებას.

სამხედრო ქონება არის სახარჯო (საბრძოლო მასალები, საწვავი, სურსათი და სხვა) და ხანგრძლივი მოხმარების (შეიარაღება, ტექნიკა, სანივთე ქონება და სხვა).

სარჩევი

გადასაყვანი ქონება

(მოძველებულია) მოიცავდა ნავებს, საცურაო კოსტიუმებს, სამაშველო ჟილეტებს და სხვა.

საავარიო-სამაშველო ქონება

მოიცავს სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, წყლის საქაჩი გადასატანი საშუალებები, ასევე დაზიანებების აღმოფხვრის საშუალებები.

საავარიო-ტექნიკური ქონება

მოიცავს საფრენი აპარატის და ძალოვანი დანადგარის აგრეგატებს და სათადარიგო ნაწილებს, საწვავის საკიდ ავზებს, რადიოელექტრონულ, აერონავიგაციურ, ელექტრო, ფოტო და შუქტექნიკას, ხანძარსაწინააღმდეგო და ჟანგბადის მოწყობილობას, საკონტროლო შესამოწმებელ აპარატურას, საპარაშუტო-სადესანტო ქონებას და სამაშველო-საცურაო საშუალებებს.

საავიაციო ქონება

მოიცავს საავიაციო ტექნიკას და შეიარაღებას, საფრენი აპარატების სააეროდრომო-ტექნიკურ საშუალებებს, სპეციალური ტექნიკას, აეროდრომისლითონის და რკინაბეტონის ფილებსა და სპეციალური მასალებს აეროდრომების მომზადების, ექსპულუტაციისა და რემონტისთვის.

საავტომობილო ქონება

მოიცავს ავტომობილების, მუხლუხა და თვლიანი საწევარების და ტრაქტორების აგრეგატებს, მექანიზმებს, სათადარიგო ნაწილებს და დეტალებს, ინსტრუმენტებს, მაკეტებს და სხვა.

საბინაო ქონება

მოიცავს საკაზარმო-საცხოვრებელ ფონდს, კომუნალურ ნაგებობებს, ავეჯს და საკაზარმო ინვენტარს, სახანძრო ქონებას, გასანათებელ ხელსაწყოებს, სამხედრო ქალაქების შენობებში და ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვის ინვენტარს და სხვა.

საინჟინრო ქონება

მოიცავს საინჟინრო შეიარაღებას, საინჟინრო ტექნიკას, საფორტიფიკაციო ნაგებობებს, შემნიღბავ საშუალებებს, სასანგრე ინსტრუმენტს, სახარჯ და სატაბელო დამხმარე საშუალებებს, საინჟინრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს, სასწავლო-საწრთვნელ საშუალებებს და სხვა.

სამედიცინო ქონება

იყოფა სახარჯი (წამლები და გადასახვევი საშუალებები, ვიტამინები, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა) ან მოკვლევადიანი მოხმარების შემდეგ უვარგისი (ქირქურგიული და საინექციო შპრიცები, სინჯარები და სხვა) და საინვენტარო (აპარატები, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და სხვა).

სამხედრო-ტექნიკური ქონება

ჯარებში არსებული რამდენიმე სახის მატერიალური საშუალებების კრებითი დასახელება. მათ განეკუთვენება ქიმიური, კავშირგაბმულობის და სხვა ქონება.

სანივთე ქონება

იყოფა პირადი მოხმარების (ჩასაცმელი, აღჭურვილობა, განმასხვავებელი ნიშნები და სხვა) და საინვენტარო (ლოგინის თეთრეული, სპეციალური და თბილი ტანსაცმელი, კარავი და სხვა); მიზნობრივი დანიშნულებით – მიმდინარე მომარაგების და ხელშეუხებელი მარაგი

საშკიპერო ქონება

იყოფა სახარჯო (ბარგი, ტექნიკური მასალები, ქიმიური რეაქტივები და სხვა) და ხანგრძლივი შენახვის (სამეურნეო ინვენტარი, ხელსაწყოები და სხვა).

ჯავშანსატანკო ქონება

მოიცავს ჯავსანსატანკო ტექნიკას, მის აგრეგატებს, მექანიზმებს, სათადარიგო ნაწილებს და დეტალებს, შესაბამის ინსტრუმენტს, მასალებს, აღჭურვილობას და მოწყობილობას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები