სამხედრო წარმომადგენლობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო წარმომადგენლობები 1. სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფები ან ცალკეული პირები, რომლებიც ოფიციალურად წარმოადგენენ თავისი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ინტერესს სხვა ქვეყნებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში. არის მუდმივი (სამხედრო ატაშე) და დროებითი (სამხედრო მისიები, დამკვირვებლები, მრჩევლები და სხვა) სამხედრო წარმომადგენლობები.

2. ზოგიერთ ქვეყანაში იარაღის, სამხედრო ტექნიკის, ქონების შექმნის და წარმოების ხარისხის საუწყებო კონტროლის ორგანოები, რომლებიც ფუნქციონირებენ უშუალოდ სამხედრო შეკვეთების შესრულებაზე დასაქმებულ სამეცნიერო-საკონსტრუქტორო დაწესებულებებსა და საწარმოებში. ყოველ სამხედრო წარმომადგენლობებს მიკუთვნებული აქვს ნომერი. სამხედრო წარმომადგენლობებთა რაოდენობა განისაზღვრება გასაკონტროლებელი შეკვეთის მოცულობით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები