სამხოლოებელი ლენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხოლოებელი ლენტი (იზოლენტი) – ლენტი, გაჟღენთილი წებოვანი რეზინით. არსებობს მისი მრავალი სახეობა: ქარსის, მინაქსოვილის (უძლებს 200°С ტემპერატურას), ქაღალდის, პოლიეთერული, პოლიამიდური, პოლიტეტრაფთორ-ეთილური, ეპოქსიდური, აცეტატური ქსოვილის, პოლივინილქლორიდის საფუძველზე და სხვ. ლენტი, გაჟღენთილი წებოვანი რეზინით. გამოიყენება სადენების (გაყვანილობების) ელექტროსაიზოლაციოდ.