სამხრეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხრეებისამხედრო მოსამსახურეების მხრებზე სატარებელი განმასხვევებელი ნიშნები, რომლებიც ბევრ სახელმწიფოში სამხედრო ფორმის ტანსაცმლის სავალდებულო ელემენტს წარმოადგენს. მიუთითებს სამხედრო წოდებაზე, შეიარაღებული ძალების სახეობაზე, ჯარების (ძალების) გვარეობის ან სამსახურისადმი სამხედრო მოსამსახურის კუთვნილებაზე.

სამხრეებს განასხვავებენ ფორმის ტანსაცმლის სახეობის, დამაგრების (დაკერებული, მოსახსნელი, ჩაკერებული) ხერხის, სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობის კუთვნილების მიხედვით; შეიძლება იყოს სწორკუთხა, ტრაპეციისებრი, სამკუთხა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები