სამხრეთის მცირე მახათა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხრეთის მცირე მახათა

თევსის სახეობა Pungitius Costa-ს გვარისა. კუდის ღეროზე ტროპი არა აქვს. სხეული გვერდებიდან დაფარულია ოდნავ შესამჩნევი ძვლოვანი ფირფიტებით, რომელთა რიცხვი 29-32-ია. ისინი, ჩვეულებრივ, კუდის ფარფლის ფუძემდე აღწევენ, მაგრამ ზოგჯერ განვითარებულია სხეულის მხოლოდ წინა ნაწილში რიცხვით 6 -15-მდე. მუცლის ქიცვი (ეკალი) შესამჩნევად დაკბილულია. სხეულის უდიდესი სიმაღლე სხეულის უმცირეს სიმაღლეს 5-6-ჯერ სჭარბობს და სხეულის სიგრძეში (უკუდოდ) 4-4-ჯერ თავსდება. კუდის ღეროს სიგრძე სხეულის სიგრძესთან შედარებით 7-8-ჯერ ნაკლებია. სიგრძით 35-55 მმ, ზოგჯერ 70 მმ-მდეა.

გვხვდება შავი, აზოვისა და კასპიის ზღვის მომლაშო რაიონებში და მასში შენაკად მდინარეებში, შეფერილობით მეტად ცვალებადია – და რუხიდან თითქმის შავ ფერამდე.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები