სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაცია
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაცია – (ინგლ. Association of Southeast Asian Nations; ASEAN), სუბრეგიონალური პოლიტიკურ-ეკონომიკური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1967 ხეთი ქვეყნის: ინდონეზიის, მალაიზიის, სინგაპურის, ტაილანდისა და ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციაზე. 1984 მათ შეუერთდა ბრუნეი. ასოციაციის სახელშეკრულებო გაფორმება მოხდა მხოლოდ 1976 კუნძულ ბალიზე ხელმოწერილი ხელშეკრულებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ და ასეანის თანხმობის დეკლარაციით. ამ დოკუმენტების თანახმად, ასოციაციის მიზნებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში, ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ხელშეწყობა. ასეანის ხელმძღვანელი ორგანოებია სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა თათბირი (1976-დან) და საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი. ორივე (ორგანო ატარებს ყოველთვიურ სხდომებს. არსებობს ასევე მუდმივმოქმედი კომიტეტი. რომელიც ბანგკოკში იმყოფება (სამდივნო ჯაკარტაში), და დარგობრივი კომიტეტი (ვაჭრობის, მრეწველობის. სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ფინანსების, და სხვ. ტარდება ასევე ეკონომიკის, შრომის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, ინფორმაციის მინისტრთა პერიოდული შეხვედრები.