სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია – (ინგლ. Southeast Asia Treaty Organization – SEATO), სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც შეიქმნა აშშ-ის ინიციატივით, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ტაილანდს, პაკისტანსა და ფილიპინებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მანილის კონფერენციაზე 8.IX.1954 და ძალაში შევიდა 19.II.1955. ინდოეთმა, ინდონეზიამ, ბირმამ და ცეილონმა (1972-დან - შრილანკა) ამ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. სეატო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასიან (ნატო) და ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (სენტო). 1977 სეატომ არსებობა შეწყვიტა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები