სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზარი - დაარსდა 26. 3. 1991 არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაის და ურუგვაის შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე. წევრ-სახელმწიფოების პარლამენტების მიერ რატიფიკაციის შემდეგ 1992 წლის ივლისში შეთანხმება ძალაში შევიდა. ორგანიზაცია ღიაა სხვა წევრების შემოერთებისათვის.

სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზრის მიზნებია:
1. საბაჟო კავშირი. 1995 წლის 1 იანვრამდე წევრ-სახელმწიფოებს შორის არსებული საბაჟო და ვაჭრობის დამაბრკოლებელი ბარიერების გაუქმება.
2. ერთიანი საგარეო ბაჟი და ვაჭრობის ლიბერალიზაცია მესამე სახელმწიფოებთან და ეკონომიკურ გაერთიანებებთან.
3. ეროვნული ეკონომიკების კოორდინაცია. განსაკუთრებით წევრ-სახელმწიფოების კანონმდებლობების ჰარმონიზაცია სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, საგადასახადო და სავალუტო სფეროებში.

წევრები:

არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი 190 მლნ მოსახლეობით (ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის 45%), 11,8 მლნ. კვ.კმ. ფართობით (59%) და ყოველწლიურად 415 მლნ. დოლარი საერთო შინაგანი პროდუქტის მოცულობით (სუბკონტინენტის დაახლოებითს 50%);

ორგანოები:

1. საერთო ბაზრის საბჭო. შედგება საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებისგან. საბჭოს თავმჯდომარე იცვლება წელიწადში ორჯერ. წელიწადში ერთხელ იმართება წევრსახელმწიფოების პრეზიდენტების უმაღლესი დონის შეხვედრა (1992-დას მეთვალყურის სტატუსით მონაწილეობენ ბოლივია და ჩილე).
2. საერთო ბაზრის აღმასრულებელი ჯგუფები: მუშა ჯგუფი და სამედიატორო სასამართლო დავების მოგვარებისათვის, სამდივნოს ადგილსამყოფელია მონტევიდეო (ურუგვაი).


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები