სანავიგაციო მოწყობილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანავიგაციო მოწყობილობა (საზღვაოსაოკეანო საომარი მოქმედებების თეატრის) – სპეციალური სანაპირო, მცურავი და წყალქვეშა ნაგებობების, კონსტრუქციების და მოწყობილობების სისტემა, რომლის დანიშნულებაა ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის შემადგენელი ნაწილი.

მისი დანიშნულებაა: ზღვაში ხომალდის ან საფრენი აპარატის ადგილის განსაზღვრა, საზღვრისპირა და მცირეწყლიან რაიონებში ცურვისას სწორი ორიენტირება, არხების, ფარვატერების და ნავიგაციური საშიშროების დაფარვა, ზღვაში პოლიგონების, რაიონების და ცალკეული წერტილების აღნიშვნა.

სანავიგაციო მოწყობილობები მოქმედების პრინციპით და გამოსაყენებელი ტექნიკური მოწყობილობების მიხედვით იყოფა: ხილვად, რადიოტექნიკურ, ბგერით-სასიგნალო, ჰიდროაკუსტიკურ და ელექტრომაგნიტურ მოწყობილობებად.

სანავიგაციო მოწყობილობა შეიძლება იყოს სანაპირო, მცურავი და წყალქვეშა, მომსახურებადი და არამომსახურებადი, საშტატო და არასაშტატო, შორეული, საშუალო და ახლო მოქმედების, სტაციონარული და მანევრირებადი და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები