სანავიგაციო სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანავიგაციო სისტემა

1. სახმელეთო, კოსმოსური (თანამგზავრული) ან წყალქვეშა სადგურების ქსელი ცნობილი კოორდინატებით, რომლებიც ასხივებენ სიგნალებს მათი დანიშნულების შესაბამისად. ასევე საბორტო სანავიგაციო აპარატურა ხომალდებზე (გემებზე, საფრენ აპარატებზე) და სხვა მოძრავ ობიექტებზე, რომელიც უზრუნველყოფს გამოსხივებული სიგნალების მიღებას (გადაცემას და მიღებას), დამუშავებას, სანავიგაციო პარამეტრების განსაზღვრას, ხოლო ამის მიხედვით – ხომალდის (გემის, საფრენი აპარატის და სხვა ობიექტების) კოორდინატების და/ან მათი მოძრაობის (ფრენის) პარამეტრების დადგენას. არის კოსმოსური, ჰიდროაკუსტიკური, რადიო და სხვა სანავიგაციო სისტემები;

2. ხომალდზე (გემზე, საფრენ აპარატსა და სხვა ობიექტებზე) განლაგებული, ერთი ან რამდენიმე სანავიგაციო ამოცანის გადასაწყვეტად განკუთვნილი, ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებული სანავიგაციო მოწყობილობების (ხელსაწყოების) ერთობლიობა – ნავიგაციის ასტროინერციული სისტემა, ასტროსანავიგაციო სისტემა და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები