სანაპირო ბაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სანაპირო ბაზა – სამხედრო ფორმირება, რომელიც განკუთვნილია ხომალდების შენაერთების ლოგისტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის. იქმნება ფლოტის ბაზირების პუნქტებში სამხედრო-საზღვაო ძალების შენაერთების ან გაერთიანებების შემადგენლობაში.
ამარაგებს ხომალდებს ყველა სახეობის მატერიალური საშუალებით, ახორციელებს ტერიტორიის დაცვის ღონისძიებებს, ქმნის პირობებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადებისა და დასვენებისათვის.
სანაპირო ბაზის მონაკვეთი უზრუნველყოფილია ნავმისადგომით, ელექტროსადგურებით, საქვაბეებით, წყალდასაწნეო სადგურებით, გემების დატვირთვის და ხომალდებზე ელექტროენერგიის, ორთქლის, წყლის მიწოდების საშუალებებით და ა.შ.