სანდრიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სანდრიკი — (იტალ. sandric, ლათ. sanidis, ბერძ. σανις — დაფა), კედლის არქიტექტურული დამუშავება სარკმლის ან კარის ღიობის თავზე (შენობის ფასადის მხრიდან ან ინტერიერში). ჩვეულებრივ, ესაა სარკმლის საპირის თავზე გაკეთებული კარნიზი, ანტაბლემენტი (ზოგჯერ ფრონტონით დაგვირგვინებული) და ა. შ. ზოგჯერ ეყრდნობა კრონშტეინს, სვეტებს ან სარკმლის გვერდებზე მოთავსებულ პილასტრებს.