სანებლიძე მამუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მამუკა სანებლიძე – დაიბადა 1967 წლის 24 მაისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი (1990).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში (1998-2004).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.