სანელებელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სანელებელა (ლათ. Marasmius alliaceus (Fr.) Fr. რუს. Чесночник большой)
ქუდი – 2-5 სმ დიამეტრისაა, ჯერ ზარისებრი, შემდეგ – ნახევრად გაშლილი, ახასიათებს განიერი ბორცვაკი, კიდეები დაკვალულია, ჯერ ღია ყავისფერია, შემდეგ უფერულდება. ფირფიტები მეჩხრადაა განწყობილი, მოთეთროა.
ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 0,1-0,3 სმ სისქისაა, ძირისკენ სქელდება და ფესვისებურადაა წაგრძელებული, ხრტილოვანია, ქუდისკენ დამტვერილ-ხავერდოვანი, ძირისკენ ბოჭკოვანი, ყავისფერ-მურა, ძირისკენ უფრო მუქი ფერისაა.
რბილობი – ქუდში თეთრია, ფეხში ყვითელი, ახასიათებს ნივრის მძაფრი სუნი.
სპორები – წაგრძელებულ–კვერცხისე– ბრია, უფერული, 7-11X6-8 მკმ.
იზრდება ძირნაყარ დამპალ ტოტებზე, ფოთლებსა და წიწვებზე ზაფხულ-შემოდგომით გამოიყენება მხოლოდ შესანელებლად ნივრის მაგივრად.