სანიტარიული დამუშავება
სანიტარიული დამუშავება – დამაავადებელი, მომწამვლელი მიკრობების და რადიოაქტიური ნივთიერებების მოცილება, მოსპობა და გაუვნებლება ხდება პირადი შემადგენლობის კანის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აღჭურვილობის და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების სპეციალური დამუშავებით. შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი.
სრული სანიტარიული დამუშავება ითვალისწინებს დაბანას თბილი წყლის შხაპით და საპნით, კანის ღია უბნების გაუსნებოვნებას, სუფთა თეთრეულის გაცემას, დაბინძურებული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აღჭურვილობის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეზინფექციას ან შეცვლას. ტარდება საბრძოლო ამოცანის შესრულების და ქვედანაყოფის ბრძოლიდან გამოყვანის შემდეგ განლაგების რაიონში ან ამისათვის დანიშნულ სპეციალური დამუშავების რაიონში.
ნაწილობრივი სანიტარიული დამუშავება ითვალისწინებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების მექანიკურ გაწმენდას, კანის ღია უბნების დამუშავებას ქიმსაწინააღმდეგო ინდივიდუალური პაკეტის შიგთავსით. ტარდება საბრძოლო ამოცანის შესრულების შეწყვეტის გარეშე.