სანქციები საერთაშორისო სამართალში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სანქციები საერთაშორისო სამართალში – (ლათ. sanction – უმკაცრესი დადგენილება), ტერმინი, რომელიც აღნიშნავს:
- საერთაშორისო სამართლის ნორმის ერთ-ერთ სტრუქტურულ ელემენტს;
- გაეროს წესდების შესაბამისად, იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
- საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმას: რეტორსიას და რეპრესალიას.