საომარი მოქმედებების უზრუნველყოფის გეგმები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საომარი მოქმედებების უზრუნველყოფის გეგმები – საბრძოლო დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ საომარი (საბრძოლო) მოქმედებების უზრუნველყოფის წესს. ამ წესების გაერთიანებით ვღებულობთ ოპერაციის გეგმის შემადგენელ ნაწილს. საომარი მოქმედებების უზრუნველყოფის გეგმებში აისახება საომარი მოქმედებების ძალები და საშუალებები, მათი გამოყენების ხერხები ოპერაციის (ბრძოლის) მომზადების და მსვლელობის დროს. მუშავდება, ჩვეულებრივ, რუკაზე ახსნა-განმარტებით ბარათთან ერთად. გეგმებს თან ერთვის საცნობარო დოკუმენტები (ცნობები, გაანგარიშებები, სქემები, გრაფიკები და სხვა). თითოეული გეგმის შემუშავების საფუძველია სარდლის (მეთაურის) გადაწყვეტილება ოპერაციის (ბრძოლის) წარმოებაზე და მისი მითითებები უზრუნველყოფის სახეობის თაობაზე, აგრეთვე ზემდგომი შტაბის მითითებები.