საოპერაციო ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საოპერაციო ზონა - საოკეანო (საზღვაო) საომარი მოქმედებების თეატრის ნაწილი, რომელიც სამხედრო მოქმედებების წარმოების პერიოდში სამხედრო-საზღვაო ძალების გაერთიანებას ენიშნება.
საოპერაციო ზონაში გაერთიანებები ახორციელებენ ოპერაციებს ან აწარმოებენ სისტემატურ საბრძოლო მოქმედებებს.
საოპერაციო ზონის გამოყოფა და მისი ზომები დამოკიდებულია საომარი მოქმედებების თეატრზე არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე, ძალების შეფარდებაზე, საკუთარი ფლოტის ძალების მოქმედებების რადიუსზე, შესასრულებელი ამოცანების ხასიათსა და თეატრის ფიზიკურგეოგრაფიულ პირობებზე.