საოპერაციო მიმართულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საოპერაციო მიმართულება – სტრატეგიული მიმართულების ნაწილი, რომელიც მოიცავს ადგილმდებარეობის ზოლს მიმდებარე ზღვების წყლებთან და საჰაერო სივრცესთან ერთად, რომელზეც მნიშვნელოვანი ოპერატიული ობიექტებია განლაგებული.
საოპერაციო მიმართულების საზღვრებში განთავსებული არიან, იშლებიან, ხოლო ომის დროს ახორციელებენ ოპერაციებს (აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს) შეიარაღებული ძალების სახეობების გაერთიანებები, შენაერთები და ნაწილები.