საოჯახო ლექსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საოჯახო ლექსები – ხალხური პოეზიის ნიმუშების ერთი ჯგუფი, რომლის თემაა ოჯახი, მისი წევრები, ამ წევრთა შორის ურთიერთობა. იგი აერთიანებს ტრადღიციული და თანამედროვე ფოლკლორული შემოქმედების ნაწარმოებებს. საოჯახო ლექსებს აქვს როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ისე ეთიკურ-დიდაქტიკური ფუნქცია. ამ ტიპის ლექსების ასახვის საგანია დედა, მამა, და, ძმა, რძალი, დედამთილი...

მაღალმხატვრულობითა და ფილოსოფიური გააზრებით ხასიათდება ლექსები, რომელთაც დედის ამაგის მოტივი უძევს საფუძვლად („ზღვაზე ხიდსა ვერვინ გასდებს“, „დედის ტკბილი ხმის ჭირიმე“ და სხვ.) ასეთი შინაარსის ლექსში ხალხი დედის ღვაწლს უმაღლეს შეფასებას აძლევს:

აიმე, დედის ამაგსა
რომ ვერ გადვიხდი, რა ვუყო?!
ზურგს ავიკიდო საბლითა
რომ ვერა ვზიდო, რა ვუყო?!

განსაკუთრებული სიუხვითა და პოპულარობით ხასიათდება ქმრისა და ცოლის, რძლისა და დედამთილის თემების ამსახველი ტექსტები. მათში ფართოდაა შეჭრილი სატირულ-იუმორისტული მოტივები.

გ. შეთეკაური



ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორიას თბ., 1956, გვ. 321;
  • ა. ხინთიბიძე, ქალი ქართულ ფოლკლორში, თბ., 1256;
  • ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, II, თბ., 1968, გვ. 291-287;
  • გ. შეთეკაური, დედის სახე ქართულ ხალხურ პოეზიაში, ჟურნ. ცისკარი, №3, 1969, გვ, 136-140.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები