საპარლამენტთაშორისო კავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საპარლამენტთაშორისო კავშირისაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია. შეიქმნა 1889 პარიზში სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრთა შორის პირადი კონტაქტების ხელშეწყობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში მათი ძალისხმევის გაერთიანების მიზნით.

საპარლამენტთაშორისო კავშირში არსებობს მუდმივი კომისიები: პოლიტიკური საკითხების, საერთაშორისო უშიშროების და განიარაღების; საპარლამენტო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების; ეკონომიკური და სოციალური საკითხების; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და გარემოს დაცვის და ა.შ. საპარლამენტთაშორისო კავშირს საკონსულტაციო სტატუსი აქვს გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსა და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციებში. მისი უმაღლესი ორგანოა ყოველწლიური კონფერენცია. საპარლამენტთაშორისო კავშირის სამდივნო მდებარეობს ჟენევაში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები